გუშინ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ ეს დადასტურდება. ეს ჩვენ პარტნიორობას კიდევ უფრო ამძაფრებს და აღრმავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს დღეს, მაგრამ საქართველო და მოლდოვაც უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ. იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას: მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული ამ თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და საქართველოსთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
- ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით, საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა
- ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა